გურიაში COVID-19–ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
04/09/2020 07:33:26 საზოგადოება
გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია ჩოხატაურში 21 წლის ქალბატონს აღმოაჩნდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნატო ჯიბუტის თქმით, ახალგაზრდა ქალი „დონას“ "კლასტერს" მიეკუთვნება. ის საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა:
"ქალბატონს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა ,,კოვიდ 19“. ამჟამად, იგი ბათუმშია გადაყვანილი. ახლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალბატონის კონტაქტების კვლევას აწარმოებს“.
ცნობილია, რომ COVID-19 დაუდასტურდა საკონდიტროს კიდევ ორ სტუმარს, რომლებიც "საქართვლოს ბანკის" ბათუმის ფილიალში არიან დასაქმებულები.


