Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 275–მდე გაიზარდა

საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 275–მდე გაიზარდა

04/09/2020 07:02:16 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ცნობით, COVID-19–ის ახალი შემთხვევებიდან 12 „დონას“ „კლასტერს“ უკავშირდება. ამრიგად, აღნიშნულ „კლასტერში“ შემთხვევების რაოდენობა 36–მდე გაიზარდა.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტბს, ეზუგბაიას თანახმად, 3 ინფიცირებულთან კონტატქია, 3 რუსთავის კლინიკა „ავრსის“ თანამშრომლები არიან, ორი შემოტანილია, ოთხს პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და რეგიონში ეპიდზედამხედველობის დროს გამოვლინდა ინფიცირების ფაქტი, ხოლო ოთხზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

სადღეისოდ საქართველოში არსებულ კოვიდ–ცენტრებში 275 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 კრიტიკული, ხოლო 16– მძიმე.

ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S