Accentnews.ge
COVID-19-ის 13 ახალი შემთხვევა აჭარას უკავშირდება

COVID-19-ის 13 ახალი შემთხვევა აჭარას უკავშირდება

04/09/2020 06:45:42 საზოგადოება

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 9 საკონდიტრო „დონას“ კონტაქტია, 1 - მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი, 1 - საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, 2 კი აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრებია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სადღეისოდ 58 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.

ცნობისთვის: საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S