Accentnews.ge
ახალი ანტირეკორდი: კოვიდ-ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა აფხაზეთში

ახალი ანტირეკორდი: კოვიდ-ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა აფხაზეთში

03/09/2020 15:08:29 საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსზე ტესტი 227 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 42 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა.

ამჟამად გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 36 პაციენტი გადის მკურნალობას. მათგან 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 10-ის საშუალო სიმძიმისა.

აფხაზეთში ჯამში COVID-19–ის 426 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 153 პირი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S