აჭარაში COVID-19-ის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
03/09/2020 14:56:18 საზოგადოება
აჭარაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. არსებული ინფორმაციით, ერთი შემთხვევა უკავშირდება საკონდიტრო „დონა“–ს „კლასტერს“, ხოლო მეორე სასტუმრო „ინტურისტში“ გამოვლინდა.
ცნობისთვის: აჭარაში, კერძოდ, ბათუმში გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. ქალაქში განთავსებულია რამდენიმე კარავი, სადაც ადგილობრივებს თუ დამსვენებლებს ტესტირების შესაძლებლობა აქვთ.
2 სექტემბერს კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა სასტუმრო „ოაზისში“. ვირუსი დაუდასტურდა ექიმს, რომელიც სასტუმროში მიმდინარე კონფერენციას ესწრებოდა. კონფერენციაში 400–მდე ექიმი მონაწილეობდა.
სპეციალისტები მოქალაქეებს პირბადის ტარების, სოციალური დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდებენ.


