Accentnews.ge
ბათუმში ოთხ კლუბს საქმიანობა შეუჩერეს

ბათუმში ოთხ კლუბს საქმიანობა შეუჩერეს

03/09/2020 12:06:50 საზოგადოება

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ბათუმში ღამის კლუბების შემოწმების შედეგად 4-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა და სოჰო–ს, სექტორი 26–ს, UP2U–სა და კონტე–ს 10 000–ლარიანი ჯარიმის დაკისრებასთან ერტად საქმიანობა შეუჩერეს.

"მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შემოწმების შედეგად კლუბი ივერია ბიჩი მოთხოვნებს აკამყოფილებდა.

შრომის ინსპექცია მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები.

2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 26 ბათუმში აღირიცხა. 26 შემთხვევიდან უმრავლესობა საკონდიტრო "დონას" უკავშირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S