Accentnews.ge
ლუკაშენკო: «მერკელის განცხადება ნავალნის მოწამლვის თაობაზე ფალსიფიკაციაა»

ლუკაშენკო: «მერკელის განცხადება ნავალნის მოწამლვის თაობაზე ფალსიფიკაციაა»

03/09/2020 11:05:56 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აცნობა რუსეთის პრემიერ მიხეილ მიშუსტინს, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ამასწინანდელი განცხადება ოპოზიციონერ ლიდერ ალექსეი ნავალნის მოწამლვის თაობაზე “ფალსიფიკაციაა”.

«რუსეთის მოვლენებისთვის თვალის დევნებისას შევნიშნე: დასავლეთს ახალი ფანდი გაუჩნდა – ისევ “ნოვიჩოკი”, ისევ მოწამლვა. გუშინ თუ გუშინწინ, მერკელის განცხადებამდე (იმის შესახებ, რომ სურდათ, ნავალნი დაედუმებინათ) ჩვენი რადიოელექტრონული სამხედრო დაზვერვა (რომელიც წინააღმდეგობას უწევს რადიოსფეროში ნატო-ს, რაკი ბელარუსის დასავლეთ საზღვრებზე გაშლილია მისი ნაწილები) წააწყდა ერთ საინტერესო საუბარს. როგორც გვესმის, ვარშავა ესაუბრებოდა ბერლინს. ორი აბონენტი იყო. ერთი მკაფიოდ ამბობს, რომ ეს ფალსიფიკაციაა და ნავალნის არავითარი მოწამლვა არ ყოფილა. ამ მასალას მოვამზადებთ და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს გადავუგზავნით” – განაცხადა, ბელარუსული მედიის ცნობით, ლუკაშენკომ.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შემადგენლობით "ნოვიჩოკის" მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური საბრძოლო ნივთიერებით მოწამლეს. მის საგანგებო პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ნავალნის ორგანიზმში ამ ნივთიერების არსებობა დაადასტურეს ტესტებმა, რომლებიც ბერლინის კლინიკა "შარიტეს" თხოვნით ბუნდესვერის სპეციალურმა ლაბორატორიამ ჩაატარა.

"ალექსეი ნავალნი იქცა რუსეთში განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლად, რომლის დროსაც ქიმიური მომწამლველი ნივთიერება იქნა გამოყენებული" - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპასუხოდ განაცხადეს, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება “ფაქტებით არაა გამყარებული”. ამასთან, ოფიციალურმა მოსკოვმა ბერლინს “რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ნაბიჯების გადასადგმელად საფუძვლების წინასწარ შექმნის მცდელობასა” და “ნავალნისთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების არსურვილში” დასდო ბრალი.

თავის მხრივ, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პერსკოვმა განაცხადა, რომ “ამ დროისთვის კრემლი ვერ მოახდენს კვალიფიციურ რეაგირებას” გერმანიის მთავრობის განცხადებაზე, რადგან “ადრე ბერლინში გაგზავნილი ოფიციალური განაცხადები უპასუხოდ დარჩა”. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ “მოსკოვი მზადაა და დაინტერესებულია გერმანიასთან ურთიერთქმედებითა და სრული მონაცემების გაცვლით”.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვაში დამნაშავეთა მიმართ "სამართალი იზეიმებს». მან ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებას «აღმაშოთებელი» უწოდა და მოითხოვა ოფიციალური მოსკოვისგან, «ახსნას, რა დაემართა ნავალნის».

თავის მხრივ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ ულიოტმა რუსეთი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკის” “არაერთგზის გამოყენებაში” დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე სანქციებს დაექვემდებარება. "ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო თანამეგორბობასთან, რათა ამ ადამიანებმა პასუხი აგონ", – დასძინა მან.

რუსეთის მიმართ შესაძლო საქნციების შესახებ გააკეთა განცხადება გერმანიამაც. მმართველი საპარლამენტო პარტიის სპიკერმა იურგენ ჰარდთმა განაცხადა, რომ გერმანია ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად "რუსეთის საკითხში ჩამოაყალიბებს ერთიან პოზიციას, რომელიც არც სანქციების დაწესებას გამორიცხავს". კანცლერმა ანგელა მერკელმა კი დაადასტურა, რომ ნატო-ელ და ევროკავშირელ პარტნიორებთან ნავალნის მოწამლვის საკითხში ერთიან პოზიციაზე იმსჯელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S