Accentnews.ge
"ნავნეს" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ნავნეს" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

03/09/2020 10:38:27 საზოგადოება

თბილისში, მაღაზიათა ქსელ "ნავნეს" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მაღაზიათა ქსელის განცხადებაშია აღნიშნული, ინფიცირებული 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში სხვა თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

მათივე ცნობით, ინფიცირებულის კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, "ნავნე" გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის.

"ნავნეს არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები”, - ნათქვამია "ნავნეს" განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S