Accentnews.ge
ტოტალური უნდობლობა: რუსეთს ბოტსვანის ტოლი «ელიტების ხარისხის ინდექსი» აღმოაჩნდა

ტოტალური უნდობლობა: რუსეთს ბოტსვანის ტოლი «ელიტების ხარისხის ინდექსი» აღმოაჩნდა

03/09/2020 10:41:33 მსოფლიო

შვეიცარიის სანკტ-გალენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოსკოვის მართვის სკოლა “სკოლკოვოს” თანამშრომლებთან ერთად მოამზადეს მოხსენება, რომელიც მსოფლიოს 32 ქვეყნის “ელიტების ხარისხის ინდექსს” (Elite Quality Index) ასახავს.

სახელმწიფოების ინდექსების განსასაზღვრად 72 მაჩვენებელი გამოიყენებოდა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე მეტყველებს.

რუსეთმა რეიტინგში 48,8-იანი ინდექსით 23-ე ადგილი დაიკავა. ასეთივე ინდექსი აღმოაჩნდა ბოტსვანას. ეს საუდის არაბეთის, ყაზახეთის, ინდონეზიის, ჩინეთის ინდექსებზე დაბალია, თუმცა პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტეს და სამხრეთ აფრიკის მაჩვენებლებზე მაღალი.

ამასთან, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, რუსეთისთვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი სხვაობა კვლევის იმ ცალკეული კრიტერიუმების მაჩვენებლებს შორის, რომელთა საფუძველზეც საბოლოო ინდექსი განისაზღვრებოდა. მაგალითად, მაკროეკონომიკური პოლიტიკის კუთხით ქვეყანას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ადმინისტრაციული დეცენტრალიზაციის, ეკონომიკური გლობალიზაციისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ბარიერების კუთხით – ძალზე დაბალი.

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც ელიტების ხარისხს ზღუდავს, ნდობის ტოტალური არარსებობაა: მთავრობა არ ენდობა მოქალაქეებსა და ბიზნესს; მოქალაქეები და ბიზნესმენები არ ენდობიან არც ერთმანეთს, არც სახელმწიფოს. ეს ბიზნესის წარმოების ხარჯებს ზრდის, კერძო ბიზნესს დასაცავად სახელმწიფოს მკლავებისკენ უბიძგებს, ინსტიტუტების ეფექტურობას ამცირებს და იწვევს მათ ჩანაცვლებას პირადი გადაწყვეტილებებით, საბოლოო ჯამში კი - ქვეყნიდან კაპიტალისა და ტვინების გადინებას” – განმარტავენ ავტორები.

მომავალ წელს ისინი კვლევაში 100 ქვეყნის ჩართვას გეგმავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S