პირი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა
03/09/2020 09:08:46 საზოგადოება
თურქეთის მოქალაქე, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა. შეხვედრაში საქართველოს, ასევე თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილის ზინაიდა გაგუას ცნობით, შეხვედრას 13 ადამიანი ესწრებოდა:
„მას [თურქეთის მოქალაქეს] ვირუსი ბათუმში დაუდასტურდა და ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში წევს. შეხვედრას 13 კაცი ესწრებოდა, მათ შორის ორი ჩვენი საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენელია. ორივე იქნა გუშინ დატესტილი და პასუხს ველოდებით დღის ბოლოს. ორივე გადასულია თვითიზოლაციაში “.
შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.


