Accentnews.ge
„დღეს ჩემთვის „ავერსის“ ქსელის კლინიკა საყურადღებოა"

„დღეს ჩემთვის „ავერსის“ ქსელის კლინიკა საყურადღებოა"

03/09/2020 08:27:53 საზოგადოება

"ახალი შემთხვევები, ძირითადად, ავერსის კლინიკასთანაა დაკავშირებული", - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისო სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ავერსის კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღეის მდგომარეობით, „ავერსის“ კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას და პრემიერისა და მინისტრის კონტროლის ქვეშაა აყვანილი. ჩვენთვის დღესდღეობით საყურადღებოა ავერსის ქსელის კლინიკა", - განაცხადა ტიკარაძემ.

2 სექტემბერს ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაში მონაწილე ექიმს, რომელიც რუსთავის „ავერსის“ კლინიკაში მუშაობს, ვირუსი დაუდასტურდა. ამავე კონფერენციას ესწრებოდა 400–მდე ექიმი. ამჟამად ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ნაწილდებიან.

3 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1568 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1 279 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინში 6 185 ადამიანი იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S