ტიკარაძე: „არის ვარაუდი, რომ "დონას" „კლასტერის“ ლიკვიდირება მოხდა“
03/09/2020 07:59:32 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია "დონას" "კლასტერის" კონტაქტებიდან 600-ზე მეტი ტესტი იქნა აღებული, საიდანაც ახალი ტიპის ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ "დონას" კლასტერი "ლიკვიდირებულია".
"დონას" "კლასტერში" ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი და გამოვლენილი იქნა მხოლოდ ერთი შემთხვევა. ეს რა თქმა უნდა არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი და მიგვითითებს იმაზე, რომ არის ვარაუდი, რომ "დონას" კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 22 საკონდიტრო მაღაზია "დონას" უკავშირდება. ჯამში აღნიშნულ "კლასტერთან" ამ დროისთვის 24 შემთხვევაა დაკავშირებული.


