Accentnews.ge
COVID-19–ის ახალი შემთხვევებიდან ოთხი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

COVID-19–ის ახალი შემთხვევებიდან ოთხი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

03/09/2020 07:11:00 საზოგადოება

ახალი 20 პაციენტიდან რვა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსპნალი, 7 შემოტანილია, ხოლო ოთხი პაციენტის ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა მიმდინარეობს,– აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

„საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებით 600 ბიოლოგიური სინჯი იქნა აღებული და მხოლოდ ერთია დადასტურებული შემთხვევა, ისიც საკონდიტროს თანამშრომლის კონტაქტი – ნათესავი. რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, ეს გახლავთ რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელი. კლინიკაში ეპიდკვლევა მიმდინარეობს“,– განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ცნობით, ამჟამად კოვიდ–ცენტრებში 262 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება სასტუმრო „ოაზისს“ სადაც რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი, ეზუგბაია ამბობს, რომ 806 ბიოლოგიური სინჯი იქნა აღებული, ამასთან 1762 სინჯი აიღეს ბათუმში და კვლევის შემდეგები დღეს გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S