საქართველოში COVID-19 კიდევ 20 პირს დაუდასტურდა
03/09/2020 05:56:09 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19–ის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციასა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამრიგად, 1 568–მდე გაიზარდა ქვეყანაში COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.
გამოჯანმრთელდა ჯამში 1 279 პირი, მათგან ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 9 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსს ქვეყანაში 19 პაციენტი ემსხვერპლა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 185 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 215.


