თალაკვაძეს COVID-19 განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა
03/09/2020 05:26:45 საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, თალაკვაძე აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დაცვის სამ თანამშრომელს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.


