Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

02/09/2020 15:52:30 საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,– ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

მისივე ცნობით, ტესტი ჯამში 190 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 30 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 384 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 138 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის:გუდაუთის კოვიდ-ცენტრს დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატი ჩაუტანეს,რომელიც, აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზმა ბიზნესმენებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S