სასტუმროში, სადაც COVID-19 ექიმს დაუდასტურდა, სამედიცინო სექტორის 400–მდე წარმომადგენელი იმყოფებოდა
02/09/2020 14:35:25 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“, სადაც ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა, 400 ექიმი იმყოფებოდა.
ინფორმაციისთვის: ვირუსი დაუდასტურდა ექიმს, რომელიც რუსთავში მუსაობდა და სასტუმროში კონფერენციას ესწრებოდა.
ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ნაწილდებიან. ტიკარაძისვე განცხადებით, მიღებულია სასტუმრო „ოაზისის“ გარკვეული ვადით ჩაკეტვის გადაწყვეტილება.
"მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდნენ" - თქვა მინისტრმა.
ჯამში სასტუმროში 900-მდე ადამიანი ისვნებდა.
2 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა. ეს საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია აპრილის უა რიცხვების შემდეგ.


