Accentnews.ge
„ოაზისის “ სტუმარს და „ნიკორას“ ორ თანამშრომელს covid-19–ის დაუდასტურდათ

„ოაზისის “ სტუმარს და „ნიკორას“ ორ თანამშრომელს covid-19–ის დაუდასტურდათ

02/09/2020 12:03:52 საზოგადოება

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ ერთ პირს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა,– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„სასტუმრო ოაზისში ჩემი კოლეგების კონფერენცია მიმდინარეობს. იქ ერთ–ერთი ადამიანი იყო, რომელსაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდა და იყო კონტაქტირებული ინფიცირებულთან. გაიტესტა და ცოტა ხნის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მას ინფექცია დადასტურდა“,– განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, სასტუმროში ჩატარდება ადამიანების მასობრივი გამოკვლეა, უპირველესად იმ მოქალაქეების, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან.

ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასურსათო მაღზია „ნიკორას“ ორ თანამშრომელს.

გამყრელიძის ცნობით, ადმინისტრაციამ ზომები მიიღო – შეცვალა პერსონალი და მიმდინარეობს კვლევა.

გამყრელიძისვე თანახმად, კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაშიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S