Accentnews.ge
კობახიძე რიგი შეზღუდვების კვლავ დაწესებას არ გამორიცხავს

კობახიძე რიგი შეზღუდვების კვლავ დაწესებას არ გამორიცხავს

02/09/2020 11:11:16 საზოგადოება

მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ეპიდვითარების გართულების პარალელურად გარკვეული რეგულაციების გამკარებას არ გამორიცხავს. თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობა საპარლამენტო არჩევნების თარიღს პრობლემას არ უქმნის.

„როგორიც იქნება დინამიკა [სპიდვითარების], ისეთი იქნება რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. არ მგონია, რომ იყოს შიშის საფუძელი ამ თვალსაზრისით [საპარლამენტო არჩევნების გადადების]: 31 ოქტომბერს ჩატარდება საპარლამენტი არჩევნები – დღევანდელი მოცემულობა ასეთია. [...]

გარკვეული რეგულაციების გამკაცრება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია“,– განაცხადა თემის კომენტირებისას კობახიძემ.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 38 შემთხვევა დადასტურდა. ეს აპრილის შემდეგ საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ვირუსის ძირითადი შემთხვევები ბათუმს, საკონდიტრო დონას „კლასტერს“ უკავშირდება. ამ ეტაპზე უცნობია, დაინფიცირდნენ თუ არა საკონდისტროს ვიზიტორები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S