Accentnews.ge
Covid-19–ის 26 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, მათგან სამის ინფიცირების წყარო უცნობია

Covid-19–ის 26 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, მათგან სამის ინფიცირების წყარო უცნობია

02/09/2020 08:37:16 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული კორონავირუსის 38 შემთხვევიდან 26 ბათუმში გამოვლინდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამის წყარო უცნობია, ისინი კლინიკებში თვითდინებით მივიდნენ. ამასთან, ინფიცირებულთა შორის ერთი შემოტანილი შემთხვევაა, ერთი კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

რაც შეეხება 21 შემთხვევას, როგორც ცნობილია, პაციენტები საკონდიტრო „დონას“ „კლასტერთან“ არიან კავშირში.

2 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ინფიცირებულები საკონდიტროს თანამშრომლები არიან და ამ ეტაპზე უცნობია, გასცდა თუ არა ვირუსი აღნიშნულ წრეს.

მოქალაქეებს, რომლებსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხსენებულ საკონდიტროსთან ჰქონდათ შეხება, თვითკონტროლისა და ტესტირებისკენ მოუწოდებენ.

გამყრელიძემ 2 სექტემბერს განაცხადა ისიც, რომ ბათუმის ჩაკეტვა და მკაცრი ზომების გატარება არ იგეგმება.

ცნობისთვის: საქართველოში დღეს კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S