Accentnews.ge
15–მდე პაციენტის შემთხვევაში covid-19–ით ინფიცირების წყარო უცნობია

15–მდე პაციენტის შემთხვევაში covid-19–ით ინფიცირების წყარო უცნობია

02/09/2020 07:54:22 საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული 15–მდე პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია,– აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა.

„15 –მდე გვაქვს შემთხვევა, სადაც წყაროზე ჯერ–ჯერობით გასული არ ვართ“,– აღნიშნა თემის კომენტირებისას გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის ვირუსი 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 5 პაციენტის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

უკანასკნელი მონაცემებით, კოვიდ–ცენტრებში 251 პაციენტი მკურნალობს.

  • საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19–ის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული;
  • გამოჯანმრთელდა 1 270;
  • გარდაიცვალა 19.
  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S