გამყრელიძე ამბობს, რომ მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის ღამის კლუბების დაკეტვა არ იგეგმება
02/09/2020 07:45:52 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვი არსებული ეპიდვითარება კონტროლირებადია, ათეულობით დღიური მონაცემი ჯანდაცვის სექტორისთვის მართვადია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ ილუზიას, რომ „ქართველებმა კორონავირუსი დავამარცხეთ“.
„საპანიკო არაფერია, თუმცა ეს ყველაფერი საყურადღებოა“,– აღნიშნა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“ მიკრო ეპიდაფეთქება ფიქსირდება, თუმცა ამ ეტაპზე არაა ცნობები, გავიდა თუ არა ვირუსი საკონდიტროს თანამშრომლების წრის გარეთ და ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არაა.
გამყრელიძე მოუწოდებს ყველას, ვისაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში „დონასთან“ ჰქონდა შეხება, უფასოდ ჩაიტაროს ტესტრირება ბათუმში განთავსებულ პუნქტებში, ან აწამოონ თვითმონიტორინგი.
„მესამე და მერვე დღეებს შორის პერიოდი თუ ჩნდება სიმპტომი: ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გართულება, აუციელებლად დაუკავშირდით 112–ს და დაიცავით ექიმის რეკომენდაცია“,– განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ბათუმში ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება, იქნება გაფართოებული ტესტირება.
„კორონავირუსული ინფექცია დაახლოებით, წელიწადი და მეტი არ დამთავრდება. მასთან ერთად უნდა ვიცხოვროთ ვაქცინამდე. მოგიწოდებთ, დაიცვათ რეკომენდაციები“,– მიმართა მოქალაქეებს გამყრელიძემ და დასძინა, რომ მკაცრი შეზღუდვები არ იქნება, მათ შორის ღამის კლუბების ჩაკეტვა არ იგეგმება და ეს საერთაშორისო პოლიტიკაა.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული დღიური მონაცემი – 38 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 22 ბათუმს უკავშირდება.


