Accentnews.ge
მთავრობა ბათუმის ჩაკეტვას ჯერ არ გეგმავს

მთავრობა ბათუმის ჩაკეტვას ჯერ არ გეგმავს

02/09/2020 07:08:21 საზოგადოება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ეპიდვითარება დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, მთავრობა სპეციალურ საკარანტინო ზომებს ქალაქში არ აცხადებს და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არაა.

მისი თქმით, დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში.

„მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ ბათუმში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება სხვა ქალაქებს არ გადაეცეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია შედარებით დამძიმდა, მესტია-ლენჯერის რაიონში ჩვენ მოსალოდნელ ეპიდემიურ აფეთქებას გავართვით თავი და მართვა შევძელით ეფექტურად, ამიტომ, აქ რა თქმა უნდა, დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება, იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ახლა იმაზე, რომ ბათუმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება არ გადაეცეს სხვა ქალაქებს, სადაც დამსვენებლები დაიწყებენ დაბრუნებას“.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 22 ბათუმს უკავშირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S