Accentnews.ge
COVID-19–ის ახალი შემთხვევებიდან 22 „დონას კლასტერს“ უკავშირდება, ხუთის წყარო კი უცნობია

COVID-19–ის ახალი შემთხვევებიდან 22 „დონას კლასტერს“ უკავშირდება, ხუთის წყარო კი უცნობია

02/09/2020 06:59:43 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმს, საკონდიტრო „დონას“ ე.წ. „კლასტერს“ უკავშირდება,– აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

გარდა ამისა, მისივე ცნობით, შვიდი ახალი შემთხვევა ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ოთხი შემოტალილია, ხოლო ხუთი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

„კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს თავშეყრის ადგილებში“,– აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე მონაცემებით, სადღეისოდ კოვიდ–ცენტრებში 251 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 15–ის – მძიმე.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს და სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა ახალი შეზღუდვები. სხდომის დაწყებამდე პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სასწავლო წლის განახლების თარიღის ცვლილების საჭიროება არაა, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ცენტრებში უსაფრთხოების ზომები უნდა გამკაცრდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S