Accentnews.ge
საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

02/09/2020 06:37:50 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერიას მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს.

„მინდა, მოვუწოდო ქალაქის მერიას, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, რადგან სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით მოგვიწვს ცხოვრება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სადღეისოდ მოქმედი რეგულაციების თანახმად, დახურულ სივრცეებსა და საზროგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19–ის 38 შემთხვევა გამოვლინდა. ეს აპრილის შუა რიცხვების შემდეგ საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S