Accentnews.ge
პრემიერი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ამ ეტაპზე არ შეიცვლება

პრემიერი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ამ ეტაპზე არ შეიცვლება

02/09/2020 06:34:18 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სასკოლო პროცესის დაწყების გადადება დღის წესრიგში არ დგას.

როგორც მთავრობის მეთაურმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.

„საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები.

„ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S