Accentnews.ge
საქართველოში აპრილის შემდეგ COVID-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში აპრილის შემდეგ COVID-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

02/09/2020 05:28:04 საზოგადოება

საქართველოში COVID-19–ის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა. აღნიშნული მონაცემი საქართველოსთვის აპრილის შემდეგ რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი და ჯამში 1 270-მდე გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსს ქვეყანაში 19 პაციენტი ემსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S