უნგრეთი საზღვრებს ღიას მხოლოდ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტოვებს
01/09/2020 15:39:24 მსოფლიო
COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უნგრეთმა 1 სექტემბრიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა. გამონაკლისი მხოლოდ სამი ევროპული ქვეყნის: ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებისთვის ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.
გადაწყვეტილებამ ავსტრიის საზღვართან სატრანსპორტო საცობი გამოიწვია. ქვეყნის გავლით ტრანზიტული მოძრაობა კვლავ ნებადარულია. სხვა ქვეყნებიდან სამშობლოში ჩასულ უნგრელებს 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.
ევროკომისიამ უნგრეთის გადაწყვეტილებას, ქვეყანაში მხოლოდ აღნიშნული სამი ქვეყნის წარმომადგენლები შეუშვას და საზღვარი ჩაუკეტოს ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს, დისკრიმინაციული და უკანონო უწოდა.


