გაერო: ბელარუსში წამების 450 შემთხვევა დაფიქსირდა
01/09/2020 15:05:23 მსოფლიო
ბელარუსში წამების 450 შემთხვევა დაფიქისირდა, – ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღელსი კომისრის ოფიციალურ ვებ–გევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ექსპერტებმა წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის 450 შემთხვევის შესახებ ცნობები მიიღეს, რაც დოკუმენტურად არის დაფიქსირებული. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ, იმ შეტყობინებების გამო, რაც პოლიციაში მომხდარ წამების, ან სხვა არაადამიანური მოპყრობის ასეულობით შემთხვევას შეეხება “, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სულ მცირე ექვსი ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ ახლობლებმა არაფერი იციან.
"სპეციალისტებმა მიიღეს ინფორმაცია ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ, მათ შორის სექსუალური ძალდობისა და რეზინის ხელკეტით გაუპატიურების შესახებ.
სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ძალადობის პრევენციისთვის, გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაეროს ცნობით, ცხრა აგვიტოს გამართული საპრეზიდნეტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსში 6 700 ადამიანი დააკავეს.
ცნობისთვის: ბელარუსში აქციები 9 აგვისტოს შემდეგ არ წყდება.


