სუს–ის 38 თანამშრომელი კარანტინში გადავიდა
01/09/2020 13:44:58 საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, უწყების 38 თანამშრომელი კი კარანტინში იმყოფება.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 253 პირი განიკურნა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.


