პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ტელევიზიას უბრუნდება
01/09/2020 13:38:23 საზოგადოება
პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ტელევიზიას უბრუნდება. ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს „პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად“, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 21 საათსა და 30 წუთზე, ტელეკომპანია „კავკასიაზე“ წაიყვანს.
თითქმის 2–წლიანი პაუზის შემდეგ, პოლიტოლოგი სტუმრებთან ერთად საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებს განიხილავს.
არჩილ გამზარდიას თქმით, ის არ აპირებს, შეწყვიტოს თავისი პროფესიული საქმიანობა და თუ მედიისათვის მისი ანალიტიკური პოზიციები საინტერესო იქნება, ყველა მედიასაშუალებასთან შეზღუდვის გარეშე ითანამშრომლებს.


