Accentnews.ge
ბელარუსში აქციაზე სტუდენტები დააკავეს

ბელარუსში აქციაზე სტუდენტები დააკავეს

01/09/2020 11:42:07 მსოფლიო

ბელარუსში სტუდენტების არასანქცირებულ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

როგორც ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივანი ოლგა ჩემოდანოვა აცხადებს, დაკავებებს მასშტაბური სახე არ მიუღია და არც სპეცდანიშნულების რაზმი ჩარეულა:

„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ დაკავებული არიან. ეს ერთეული შემთხვევები იყო. მასობრივ დაკავებებს არ ჰქონია ადგილი არც მინსკში და არც რეგიონებში“.

​სამინისტროს პრეს–მდივნის განცხადებით, ჯერ უცნობია, რამდენი პირია დაკავებული, რადგან მონაცემები კიდევ ზუსტდება.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S