ანკარა "დაეშის" ერთ–ერთი ლიდერის დაკავების შესახებ იუწყება
01/09/2020 10:52:43 მსოფლიო
თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ გვერდზე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გაავრცელა.
„დაკავებულია თურქეთში ტერორისტული ორგანიზაცია „დაეშის“ ე.წ. ემირი“, – წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.
თურქეთმა „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტულ დაჯგუფებად 2013 წელს გამოაცხადა.


