ტოჩინოშინი რეიტინგში დაწინაურდა
01/09/2020 10:10:59 საზოგადოება
სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძე ივლისის ბაშოზე მოპოვებულმა ხუთქულიანმა დადებითმა ბალანსმა (10:5) რეიტინგში საგრძნობლად დააწინაურა. ტოჩინოშინის მეტსახელით ცნობილმა ქართველმა შვიდი საფეხურით მაღლა აიწია და მომავალ სუპერტურნირზე, სექტემბრის ბაშოზე დოჰიოზე მეოთხე მაეგაშირას რანგში ავა.
იაპონიის სუმოს ასოციაციამ ივლისის ბაშოს შედეგები გუშინ შეაჯამა და განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა. ცხრილს სათავეში ორი მონღოლი იოკოძუნა უდგას: ჰაკუჰო და კაკურიუ.
შემოდგომის პირველ ბაშოს 13-27 სექტემბერს ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანი“ უმასპინძლებს.


