Accentnews.ge
ქობულეთში დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა

ქობულეთში დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა

01/09/2020 10:02:40 საზოგადოება

ქობულეთში, მერიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოქალაქემ საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა ამის შესაძლებლობა მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციას ერთ–ერთ შენობაში თვითნებურად შესახლებული პირები მართავენ. ირკვევა, რომ შენობა გაიყიდა. აქციის მონაწილეების თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართი ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა შეიძინა, მათ კი გამოსახლება ემუქრებათ.

დემონსტრანტები აღნიშნული შენობის ან ალტერნატიული ფართის გადაცემას ითხოვენ.

ქობულეთის მერი მათ დაპირდა, რომ საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S