COVID-19-ის გამო ბათუმში მოთხოვნადი საკონდიტრო დაიკეტა
01/09/2020 09:16:22 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსი ბათუმის პოპულარული კაფე-საკონდიტროს „დონას“ თანამშრომელს დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით ეპიდკვლევა გრძელდება. საკონდიტრო ამჟამად დაკეტილია.
ბათუმში ინფიცირების შემთხვევა ერთ-ერთია საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 23 ახალი შემთხვევიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ტესტირებას ურჩევს ყველა მოქალაქეს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ საკონდიტროში იმყოფებოდა. ბათუმში უფასო ტესტირება შესაძლებელია ბულვარის კოლონადებსა და არდაგანის ტბასთან, "აჭარული სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ კარვებში.
ცნობისთვის: ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1510 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1253 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.


