Accentnews.ge
ეზუგბაია – COVID-19–ით ინფიცირებულებზე: „მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა შემცირდა“

ეზუგბაია – COVID-19–ით ინფიცირებულებზე: „მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა შემცირდა“

01/09/2020 07:12:23 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ცნობით, სადღეისოდ კოვიდ–ცენტრებში 230 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა ორით – 21–მდე შემცირდა.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ეზუგბაიას მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებული COVID-19–ის 23 ახალი შემთხვევიდან 14 ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტია, რვა შემოტანილია [5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია], ხოლო ერთი პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით ეპიდკვლევა გრძელდება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს მეორეული და მესამეული გადაცემებია“,– აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის: საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 510–მდე გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პირი ხოლოო ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში –1 253. ახალი ტიპის ვირუსს ქვეყანაში 19 პაციენტი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S