საქართველოში COVID-19–ის 230 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება
01/09/2020 07:02:46 საზოგადოება
საქართველოში დაფიქსირებული COVID-19–ის 23 ახალი შემთხვევიდან 14 ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტია, რვა შემოტანილია, ხოლო ერთი პაციენტის შემთხვევაში გრძელდება ეპიდკვლევა,– აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს მეორეული და მესამეული გადაცემებია“,– აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისი ცნობით, სადღეისოდ კოვიდ–ცენტრებში 230 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო მძიმე – 21.


