Accentnews.ge
ნატო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ნატო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

01/09/2020 06:50:03 მსოფლიო

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნატო–ს საჰაერო სივრცე დაარღვია, როდესაც ის პარასკევს დანიის კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს აშშ-ის საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენისთვის გზის გადაჭრას შეეცადა, - ამის შესახებ ალიანსის განცხადებაშია ნათქვამი.

ნატო აღნიშნულ ინციდენტს "საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან დარღვევად" აფასებს.

„რუსული სუ -27, რომელიც კალინინგრადიდან მოფრინავდა, B-52- ს დანიის საჰაერო სივრცემდე შეჰყვა, რითაც ნატოს საჰაერო სივრცე მნიშვნელოვნად დაარღვია”, - ნათქვამია ნატოს საჰაერო სარდლობის განცხადებაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის უწყება ალიანსის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სუ -27-ს დანიის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია და ის მხოლოდ ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე დაფრინავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S