Accentnews.ge
ვოლფგანგ იშინგერი – გერმანია–რუსეთის ურთიერთობებზე: „სამწუხაროდ, ეს დასასრულია!“

ვოლფგანგ იშინგერი – გერმანია–რუსეთის ურთიერთობებზე: „სამწუხაროდ, ეს დასასრულია!“

31/08/2020 17:01:40 მსოფლიო

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენეციის ხელმძღვანელის ვოლფგანგ იშინგერის შეფასებით, სადღისოდ გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

როგორც იშინგერი აღნიშნავს, მოსკოვსა და ბერლინს შორის ნდობის კრიზისი ჩამოყალიბდა, რაც განპირობებულია ბუნდესტაგზე ჰაკერული თავდასხმით, ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამლვით, ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობით, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კი „ორ ქვეყანას შორის ნდობა ამოწურა“:

„სამწუხაროდ, ეს დასასრულია, მათ შორის რუსეთსა და გერმანიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის იდეის დასასრულიც“.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 20 აგვიტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე შეუძლოდ გახდა. გერმანელი ექიმების შეფასებით, რუსი ოპოზიციონერი სავარაუდოდ, მოწამლულია. ბერლინმა მოსკოვს მოუწოდა, ნავალნის საქმეზე გამოძიება დაიწყოს, მოსკოვში კი ამის საჭიროებას ვერ ხედავენ.

თარგმნა პირველმა არხმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S