Accentnews.ge
მოქალაქეთა ნაწილს სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ დავალიანება ჩამოეწერება

მოქალაქეთა ნაწილს სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ დავალიანება ჩამოეწერება

31/08/2020 15:25:55 საზოგადოება

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1 მილიონ 600 ათასი ლარი ჩამოეწერებათ,– იუწყება თავდაცის სამინისტრო.

ირკვევა, რომ მინისტრის გადაწყვეტილება 1000-მდე მოქალაქეს ეხება.

„სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გააჩნია მომსახურების მაღალი ხარისხი, შესაბამისად, მოქალაქეები ჰოსპიტალს სამედიცინო მომსახურებისთვის ხშირად მიმართავენ.

ცხადია, აღნიშნული მომსახურება გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს და ჰოსპიტალი შემოსავლებს პაციენტებისაგან იღებს.

ჰოსპიტალის მიმართ ჯერ კიდევ 2009 წლიდან მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას, რომლებსაც ჰოსპიტალის მომსახურება აქვთ მიღებული დავალიანება ჩამოეწერებათ“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S