Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19–ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19–ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31/08/2020 15:22:40 საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19–ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 94 ადამიანს ჩაუტარდა და ვირუსი მათგან 15–ს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული 27 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.

აფხაზეთში ჯამში COVID-19–ის 330 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 120 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ოთხი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S