Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე: "ახალი შემთხვევები ორ ლოკაციაზე დაგვიდასტურდა“

ამირან გამყრელიძე: "ახალი შემთხვევები ორ ლოკაციაზე დაგვიდასტურდა“

31/08/2020 11:45:41 საზოგადოება

“ქართული ოცნების“ ოფისის კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ირკვევა, რომ ინფიცირების წყარო პარტიის ოფისის თანამშრომელია, რომელსაც ახალი ტიპის ვირუსი 30 აგვისტოს დაუდგინდა. ვირუსი დაუდასტურდა მასთან კონტაქტში მყოფ კიდევ ოთხ პირს.

თვითიზოლაციაში რჩება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ვინაიდან მისი პირადი დაცვის თანამშრომელი დაინფიცირდა კორონავირუსით. ვირუსი დაუდასტურდა სახელმწიფო დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს.

"ჩვენ ახალი შემთხვევები დაგვიდასტურდა ორ ლოკაციაზე: ეს გახლავთ "ქართული ოცნების" სათაო ოფისში, სადაც სამეურნეო მუშაკს დაუფიქსირდა და, შემდგომ, მისი კონტაქტები აქტიურად იქნა გამოკვლეული. გუშინწინ და გუშინ ჩვენ გამოვიკვლიეთ, დაახლოებით 240-მდე კონტაქტირებული პირი და მათგან 5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

მეორეს მხრივ, საყურადღებოა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში აღმოჩენილი ერთი შემთხვევა, რომელიც დაგვიდასტურდა რუსთავის საავადმყოფოში. ცხელებით შესული პიროვნება, რომელიც მუშაობდა დაცვის სპეციალურ სამსახურში და მასთან დაკავშირებული 2კონტაქტში იქნა დადასტურებული შემთხვევა, ერთ-ერთი გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრი და, ამიტომ, ბატონი არჩილი ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში გადავიდა,"-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S