ავღანეთის საზღვართან, უკონტროლი არეალში სამი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა
31/08/2020 11:31:14 მსოფლიო
სულ მცირე, სამი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ჩრდილოეთ ვაზირისტანის საკონტროლო რეგიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად.
ოფიციალური ცნობით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც სამხედრო პატრული 30 აგვისტოს ძებნის ოპერაციას ახორციელებდა ავღანეთის საზღვარზე მდებარე მშფოთვარე არეალში, სადაც თავს "თალიბანის" და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების წევრები აფარებენ .
თავდასხმის შედეგად დაიჭრა კიდევ ოთხი პაკისტანელი სამხედრო.
სამხედრო პატრულზე თავდასხმის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ტეჰრიკ-ე თალიბანმა (TTP), რომელიც იუწყება, რომ 11 ჯარისკაცი დაიხოცა.


