Accentnews.ge
პროტესტი ბათუმში: ქალაქში ინაშვილისა და თარხან-მოურავის “პუტინისსახიანი” პოსტერები გამოჩნდა

პროტესტი ბათუმში: ქალაქში ინაშვილისა და თარხან-მოურავის “პუტინისსახიანი” პოსტერები გამოჩნდა

31/08/2020 07:51:06 საზოგადოება

ბათუმის ქუჩებში “პატრიოტთა ალიანსის” წევრების ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის “პუტინისსახიანი” პოსტერები გააკრეს. იდეის ავტორი მულტიმედია არტისტ BIIMO-ა.

"ქვეყნის მოღალატეების ნამდვილი სახე უნდა ჩანდეს!.. ქუჩებში ვაკრავ და მომავალშიც გავაკრავ ამ პლაკატებს, რადგან მეტმა დაინახოს რაც ხართ!" - განმარტავს BIIMO.

აღნიშნულს წინ უსწრებდა ქალაქში "პატრიოტთა ალიანსის" სარეკლამო ბანერების გაკვრა, რომელზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად იყო გამოყოფილი და აკეთებდა მის ოკუპაციაზე მინიშნებას. ბანერს თან ერთვოდა წარწერა: "დაიცავი, შენი წილი საქართველო".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S