Accentnews.ge
რუსეთში COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 მილიონს უახლოვდება

რუსეთში COVID-19–ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 მილიონს უახლოვდება

31/08/2020 07:39:03 მსოფლიო

რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება. კერძოდ, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 995 000-ზე მეტი შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 4 993 ახალი შემთხვევა, ხოლო ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 83-ით გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“-სგან 809 387-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 176 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S