Accentnews.ge
ეზუგბაიას შეფასებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ინფიცირების შემთხვევები არ არის საფუძველი, ახალ "კლასტერზე" ვისაუბროთ

ეზუგბაიას შეფასებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ინფიცირების შემთხვევები არ არის საფუძველი, ახალ "კლასტერზე" ვისაუბროთ

31/08/2020 07:28:07 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ინფიცირების სამი შემთხვევა არ არის საფუძველი, რომ ახალი "კლასტერის" ჩამოყალიბებაზე ვისაუბროთ.

„სამი შემთხვევა არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ახალი კლასტერი ჩამოყალიბდეს. ჯერჯერობით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. აქ აუცილებელია კონტაქტების გამოკვლევა , კონტაქტების გამოკვლევისა და წყაროს დადგენის შემდგომ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, ახალი კლასტერია თუ არსებული კლასტერების მეორეული თუ მესამეული შემთხვევები,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდგინდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ამრიგად, 1487–მდე გაიზარდა ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა. მათგან ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 19 პირი და 1240–მდე გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობა. ვირუსს ქვეყანაში 19 პაციენტი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S