Accentnews.ge
რატიანი – შატილის გზაზე დაშავებულებზე: "მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით"

რატიანი – შატილის გზაზე დაშავებულებზე: "მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით"

31/08/2020 07:19:49 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ცნობით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფისას დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით. რატიანის თქმით, გამოჯანმრთელებამდე მათ ძალიან მძიმე გზის გავლა მოუწევთ.

„ორ პაციენტთან ლიკვიდირებულ იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება მძიმედ, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მათ აქვთ ძალიან მძიმე გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. ამისთვის ჩვენი კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ სამივე დაშავებულის სიცოცხლე შენარჩუნდეს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S