Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის 220 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში COVID-19–ის 220 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება

31/08/2020 07:10:36 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან 11 შემოტანილია.

რაც შეეხება დანარჩენ 7 შემთხვევას, ეზუგბაიას ცნობით, 7-ვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

როგორც ეზუგბაია ამბობს, სადღეისოდ ქვეყნის მასშტაბით 220 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 3-ის მდგომარეობა კრიტიკული, 21-ის კი – მძიმე.

ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ამრიგად, 1487–მდე გაიზარდა ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა. მათგან ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 19 პირი და 1240–მდე გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობა. ვირუსს ქვეყანაში 19 პაციენტი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S