საქართველოში COVID-19–ით კიდევ 18 პირი დაინფიცირდა
31/08/2020 06:08:13 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ამრიგად, 1487–მდე გაიზარდა ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა. მათგან ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 19 პირი და 1240–მდე გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობა. განახლებული მონაცემები სამთავრობო გვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 524 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ – 221.
ვირუსს ქვეყანაში 19 პაციენტი ემსხვერპლა.


